რეალი მზადაა ვარანს შეელიოს - ფრანგი ბრიტანულ გრანდში?

მადრიდის რეალი მზად არის რაფაელ ვარანი გუნდიდან გაუშვას. საქმე იმაშია, რომ ფრანგს ბლანკოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, 27 წლის მცველს ახალ ჩემპიონატში თამაში უნდა და ამიტომაც გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. ვარანს რეალთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და დიდი შანსია ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი უახლოესი სატრანსფერო ფანრჯისას დატოვოს.

 

აღსანიშნავია, რომ ვარანს მსურველები არ აკლია. ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობს, რომლის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ ფრანგი ცენტრალური მცველია. თავის მხრივ იუნაიტედში გადაბარგებაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს. მანჩესტერს ყველაზე მეტად სწორედ ვარანის პოზიციაზე უჭირს და რაფაელის დამატება მათ უთუოდ წაადგებოდათ. 

 

ვარანი რეალში 2011 წელს 18 წლის ასაკში ლენსიდან გადავიდა. გუნდთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა და 3 ლა ლიგა. ამ სეზონში ფეხბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.