დაჩაგრული ბრუნო

მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში ოლდ ტრაფორდზე მისვლიდან სულ რამდენიმე თვეში გადაიქცა გუნდის ლიდერად. მანკუნიანელებმა შარშან იანვარში იყიდეს ის სპორტინგისგან 80 მილიონ ევროდ. დღეს კი ბრუნუს გარეშე იუნაიტედი წარმოუდგენელია.

პორტუგალიელს უფიქრია და აღმოუჩენია, რომ კარგი თამაშის მიუხედავად, ლიდერებს შორის ლამის ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონია. „სულ რაღაც“ 180 ათასი გირვანქა კვირაში. მაშინ როცა მეკარე დე ხეას კვირაში 375 ათას გირვანქას უხდიან, პოგბას - 290 ათასს, მარსიალს - 250 ათასს, რაშფორდს - 200 ათასს.

 

Bruno Fernandes is versatile | CricketSoccer

 

მაინც ახალი მისული იყო და ეტყობა თქმა ერიდებოდა. ახლა კი ხმა ამოუღია და სეზონის ბოლოსთვის ჯამაგირის გაზრდა მოუთხოვია. ბრიტანელები წერენ, ზაფხულიდან ხელფასი 200 ათასი გაუხდება, მერე კი მოემატება და მოემატება, ოღონდ თამაშს არ უნდა უკლოსო.