პენსიაზე 45 წლის?

ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი ყველას აკვირვებს თავისი უბერებლობით. იანვარში ის 43 წლის გახდა, მაგრამ თამაშს 2023 წლამდე აპირებს. იმ დროისთვის ჯიჯი უკვე 45 წლის იქნება.

მას უკვე აქვს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ათი სკუდეტო (იტალიის ჩემპიონობა), მაგრამ ჯერაც სწყურია თამაში და ხელთათმანების ლურსმანზე დაკიდებას არ აპირებს.

 

ჯიჯი ბუფონი: ვიდეოგამეორება? მაშინ წყალბურთი ვითამაშოთ!

 

ამ სეზონში მან იუვენტისის მაისურით ათ მატჩში ითამაშა და ექვს შემთხვევაში კარი „მშრალად“ შეინახა.

ახლა ის ბებერი ქალბატონის ხელმძღანელობასთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომას და კიდევ ორი წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

„აბა, შემომხედეთ, ვგავარ კაცს, რომელიც გაჩერდება? გადავწყვიტე, 2023 წლის ივნისამდე კიდევ ვითამაშო. ოღონდ მართლა, 2023 საბოლოო წერტილია,“ - უთხრა ბუფონმა გარდიანს.