416 ათასი გირვანქა 24 მატჩი

საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა ინგლისუმა სანმა. აღმოჩნდა, რომ მადრიდის რეალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ედენ აზარია. მას კვირაში 416 ათას გირვანქას უხდიან. არადა, რაც სამეფო კლუბში გადავიდა (2019 წლის ივნისი), თეთრი მაისურით ჯამში სულ 24 მატჩი ჩაატარა... გასაგებია, რომ ბედი არ სწყალობს და ტრავმებმა გააწამა, მაგრამ...

 

აზარი ნაოპერაციებ მუხლში კვლავ გრძნობს ტკივილს. სავარაუდოდ, მოედანზე  დაბრუნება გადაიდო

 

ოფიციალურად რეალში ყველაზე დიდი ანაზღაურება გარეთ ბეილს აქვს - კვირაში 650 ათასი გირვანქა, მაგრამ უელსელი ერთი სეზონით ტოტენჰემშია განათხოვრებული და ხელფასის ნახევარს ჩრდილოლონდონური კლუბი უხდის. ანუ რეალი რეალურად მის სალაროს კვირაში „სულ რაღაც“ 325 ათასი გირვანქით ავსებს. აზარს კი 416 ათასით ამდიდრებს.

მესამე ადგილზე კაპიტანი სერხიო რამოსია - 312 ათასით კვირაში. ხუთეულს ტონი კროოსი  და ლუკა მოდრჩი ასრულებენ - თითოეულს კვირაში 210 ათასს უხდიან.