ლებრონის და დიურანტის არჩევანი

NBA All Star Game წამოიღებს. ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დიურანტმა არჩევანი-არადანით მოთამაშეები აირჩიეს. სერიოზული ჩეხვა იქნება.

ყველაზე დიდი კაიფია, რომ ბიჭებმა ბოლოში აიყვანეს იუტას წევრები, რუდი გობერი და დონოვან მიტჩელი.

ლებრონ ჯეიმსი: ბიჭებო, არაფერი პირადული, მაგრამ უნდა გაგვიგოთ, რომ მე და კევინი ვიდეო თამაშების დროს არასოდეს არ ვირჩევდით თქვენ იუტას. ეგ არის და მეტი არაფერი.

და, ვინ ირჩევდა რომ?

მოკლედ, ჩამოვყაროთ ორივე გუნდი.

 

ლებრონი (სასტარტო ხუთეული)

იანის ანტეტოკუმპო (მილუოკი) - ლებრონმა ბერძენი ღმერთი პირველ ნომრად აირჩია.

სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი) - ლებრონის შვილების საყვარელი მოთამაშე.

ლუკა დონჩიჩი (დალასი) - ლებრონის შემდეგ წამოვა ლუკა.

ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) - ვინმემ ხომ უნდა შეუმსუბოქს ლებრონს ტვირთი.

ლებრონი

 

სათადარიგოები

დემიან ლილარდი (პორტლენდი) - უსახსრო კაცის სტეფი. კარგი არჩევანი.

ბენ სიმონსი (ფილადელფია) - ლებრონმა მეგობარი აიყვანა.

კრის პოლი (ფინიქსი) - ლებრონმა ძმაკაცი აიყვანა.

ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი) - აქ, არ ვიცი, რა უნდა დავწერო.

პოლ ჯორჯი (კლიპერსი) - კავაის ყევლაზე უფრო ჯორჯი ჰგავს.

დომანტას საბონისი (ინდიანა) - ლებრონი ლიტვაშც ღმერთი გახდა.

რუდი გობერი (იუტა) - მხოლოდ ის იყო დარჩენილი.

 

დიურანტი (სასტარტყო ხუთეული)

კაირი ირვინგი (ბრუკლინი) - ლოგიკური არჩევანი. უკომენტაროდ.

ჯოელ ემბიდი (ფილადელფია) - საუკეთესო ცენტრი. აქ მაინც იძმაკაცონ.

კავაი ლეონარდი (კლიპერსი) - ლოგიკური არჩევანი. გაასწორა.

ბრედლი ბილი (ვაშინგტონი) - დიურანტის საუკეთესო სნაიპერი ბევრს ჩაყრის.

ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) - მინი-დიურანტი ორიგინალ დიურანტთან.

 

სათადარიგოები

ჯეიმს ჰარდენი (ბრუკლინი) - საუკეთესო საუკეთესოსთან.

დევინ ბუკერი (ფინიქსი) - კევინმა ახალგაზრდა კევინი დაიმატა.

ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანზი) - პატარა შაკი დიდ კევინთან. გაასწორებს.

ზაკ ლავინი (ჩიკაგო) - შემდეგი სეზონიდან ერთად ბრუკლინში?

ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი) - ბიჭი ყურადღებას იმსახურებდა.

ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო) - გაასწორა, რომ აქ, კევინთან.

დონოვან მიტჩელი (იუტა) - ბოლო კაცი. და, მაგარი სახიფათო. Game Winner?