მესი ლა ლიგაში საუკეთესოდ დაასახელეს

ლეო მესი ესპანეთის ჩემპიონატში თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. 

 

მესიმ წელიწადის მეორე თვე მართლაც შესანიშნავად ჩაატარა. არგენტინელმა ფეხბურთელმა თებერვალში ლა ლიგის ეგიდით გამართულ 5 შეხვედრაში 7 ბურთი შეაგდო. მესის ზოგადად მშვენიერი სეზონი აქვს. აგვისტოდან მოყოლებული მის ანგარიშზე 30 მატჩი და 24 გოლია. 

 

რაც შეეხება ბარსელონას, რონალდ კუმანის გუნდი ლა ლიგაში 53 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ატლეტიკოს 5 ქულით ჩამორჩება. ბარსელონა უახლოეს შეხვედრას ოსასუნას წინააღმდეგ გამართავს.