ალი Fortnite-მა მარტო დატოვა

ტოტენჰემის შემტევი დელე ალი და მოდელი მეი რუბი დაშორდნენ. როგორც გაირკვა, ფეხბურთელი მოდელ შეყვარებულზე მეტ დროს Fortnite-ს თამაშს უთმობდა და მათი დაშორების მიზეზიც ეს გახლდათ. ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა. 

 

"რუბისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. ის ყველანაირად ცდილობდა ამ ურთიერთობის შენარჩუნებას, თუმცა არ გამოუვიდა. რუბიმ საკუთარ თავზე ფიქრი დაიწყო და ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი."-განაცხადა წყვილის მეგობარმა. 

 

ცნობისთვის, სხვა და სხვა კომპიუტერული თამაშით არაერთი ცნობილი ფეხბურთელია გატაცებული. მაგალითად პსჟ-ს შემტევი ნეიმარი Counter Strike-ს თამაშს დიდ დროს უთმობს.