უკვე ულოცავენ... ლაპორტა!

ჟოან ლაპორტას უკვე ულოცავენ. ესპანურმა TV 3-მ გამოაცხადა, რომ ლაპორტამ ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ჯერ ოფიციალურად არა, თუმცა ბოლო მონაცემებით, ლაპორტამ ხმების 58,3 % მიიღო, ვიქტორ ფონტს 31,3 აქვს, ხოლო ტონი ფრეიშას - 9,4.

 

ლაპორტა 2003-2010 წლებში იყო ბარსას პრეზიდენტი: კატალონიური კლუბის ყველაზე ვარსკვლავურ პერიოდში, როცა ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და როცა დაიწყო ლეო მესის ეპოქა.

 

სავარაუდოდ, უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოაცხადებენ, მაგრამ ფორმალობაღა რჩება.