კეინმა კრისტალ პალასს ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

პრემიერლიგის 27-ე ტურში ტოტენჰემმა კრისტალ პალასს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში უდაოდ საუკეთესო იყო ჰარი კეინი, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი ერთი გოლი. ინგლისელმა გოლეადორმა შესანიშნავი ბურთი შეაგდო, რომელიც შეგიძლიათ თავად შეაფასოთ. 

 

 

კეინს მშვენიერი პერიოდი უდგას. ტოტენჰემის ლიდერმა ამ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მოურინიოს გუნდს, დეზები პრემიერლიგაში 45 ქულით მე-6 ადგილზე არიან და მომდევნო ტურში არსენალს შეხვდებიან.