ქეცბაიას პირველი ევროპული გოლი... ლამაზი და მნიშვნელოვანი (+Video)

თემურ ქეცბაიას პირველი გოლი ევროტურნირებზე... ეს 1991 წლის 1 ოქტომბერს, უეფას თასის პირველ ეტაპზე: კვიპროსულ ანორთოსისს შინ 1:2 წაგებული ჰქონდა რუმინულ სტიაუასთან, ბუქარესტში კი იომა, დამატებით დროში გადაიყვანა თამაში და იქ გავარდა - 2:2.

 

დამატებითში მატჩი სწორედ 23 წლის ქართველმა გადაიყვანა: 85-ე წუთზე მშვენიერი გოლი გაუტანა სტიაუას. თან მნიშვნელოვანი.

 

სტიაუა ძველი სტიაუა აღარ იყო, მაგრამ მაინც ჰყავდათ მწვრთნელი ემერიხ ენეი, ფორვარდი ილიე დუმიტრესკუ და რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელები...

 

 

 

მოგვიანებით ქეცბაიამ იუვენტუსსაც გაუტანა, თუმცა ამაზე ადრე გვეწერა.