მანუელ მჯობნი ჯიჯისა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარე იენს ლემანმა ბევრისთვის ფრიად საკამათო რამ თქვა:

„მანუელ ნოიერი ჯიჯი ბუფონზე აშკარად უკეთესი მეკარეა. სულ მცირე, ორი თავით აღემატება მას. ცხადია, გერმანული ბუნდესლიგა, ინგლისური პრემიერლიგა და ესპანური პრიმერა ცალსახად აღემატებიან იტალიურ სერია A-ს. უკვე ისიც კი სადავოა, ჰყავს თუ არა იტალიურ ფეხბურთს საუკეთესო მცველები და მეკარეები, როგორც ეს ტრადიციულად იყო,“ – თქვა იენს ლემანმა.

 

Jens Lehmann in a double pass: Ex-national goalkeeper with a confused  proposal - Archyde

 

ვეტერანი ფეხბურთელი ექსპერტის პოზიციიდან მსჯელობს.

რაც შეეხება ლემანსა და იტალიურ ფეხბურთს: ის მილანში თამაშობდა და 6-ჯერ გავიდა მოედანზე. მერე კი სამშობლოში, კერძოდ დორტმუნდში დაბრუნდა