იბრაჰიმოვიჩი: თუ მალდინი მეტყვის დავრჩები

ზლატან იბრაჰიმოვიჩს მილანთან კონტრაქტი წელს ზაფხულში ეწურება. გამორიცხული არ არის 39 წლის ფორვარდმა როსონერისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. ახლახანს ამ თემაზე თავად შვედმა გოლეადორმა ისაუბრა. 

 

"მე ზლატანი ვარ, მილანში დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და თავს ლიდერად ვთვლი. მილანი ერთადერთი გუნდია, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ. როცა დღეს მილანის გარეშე ვატარებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შვილების გარეშე ვიყო. 

 

ჩემს მომავალზე ჯერ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. თუ მალდინი მეტყვის, რომ დავრჩე, დიდი სიამოვნებით დავრჩები." - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Football Italia.

 

 

ზლატანი მილანში პირველად 2010-12 წლებში თამაშობდა. შემდეგ რამდენიმე გუნდის მაისურა მოირგო და როსონერის 2020 წლის დასაწყისში დაუბრუნდა. ამ სეზონში ზლატანმა 23 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.