ეს საოცარი ლივერპული

ლივერპულმა ზედიზედ მეექვსე საშინაო მატჩი წააგო პრემიერლიგაში. ამჯერად ფულემთან (0:1). ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. იურგენ კლოპი აღიარებს, რომ ეს მისი კარიერის უცუდესი პერიოდია.

ლივერპულის ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი ტელეანალიტიკოსმა, ჯეიმი კარაგერმა თქვა: ლილიპუტების მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდაო.

კლოპმა კი დასძინა: ლივერპულის ეს შემადგენლობა მართლაც განსაკუთრბულია. შარშან ყველა გავაოცეთ ჩვენი ფანტასტიკური ფეხბურთით, რეკორდებით  და წარმატებებით. ახლა კი მსოფლიოს საკუთარი უსუსურებით ვაოცებთო...