ლივერპულის ორმა ფანმა კომპანია წამოიწყო, რათა კლუბს კილიან მბაპეს საყიდელი ფული შეუგროვონ. საუბარია 250 მილიონ გირვანქა სტერლინგზე. ამის შესახებ Talksport-ი წერს.
აი, ფანების განცხადებაც: „მოდით, შოკში ჩავაგდოთ საფეხბურთო სამყარო. მსოფლიოში ლივერპულის დაახლოებით 100 მილიონი გულშემატკივარია და თითოეულისგან 2,5 გირვანქა საკმარისი იქნება. თუ ეს მოხერხდება, პსჟ-სთან მოლაპარაკებაც დაიწყება. მოდით გავერთიანდეთ, რათა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი და ორიგინალური ტრანსფერი შედგეს. მოდით, ისტორია დავწეროთ“.
https://www.liverpoolecho.co.uk/sport/football/football-news/kylian-mbappe-liverpool-gofundme-transfer-19980926
მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.