გარი ნევილი ლივერპულზე: ეს არ არის წარუმატებლობა, ეს კრახია

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა და Sky Sport-ის მიმომხილველმა გარი ნევილმა, ლივერპულის შესახებ ისაუბრა. ინგლისელმა განაცხადა, რომ მერსისაიდელთა ამჟამინდელი ფორმა არა წარუმატებლობა, არამედ კრახია. 

 

"ლივერპული ნამდვილად ცუდ ფორმაშია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ როგორ თამაშობდნენ წინა სეზონში. ჩვენ ყველას გვიყვარს სხვა და სხვა სტილის ფეხბურთი. ჩემთვის რომ ეკითხათ სიტის და ლივერპულს შორის რომელს ვანიჭებ უპირატესობას ბოლო 3 წლის თამაშით, აუცილებლად ლივერპულს ვიტყოდი. 

 

კლოპის გუნდმა უდიდეს შედეგებს მიაღწია, ლივერპულელებმა მოიგეს ყველაფერი რაც მოსაგები იყო. ეხლა მათ თითქოს თავდაჯერებულობა, სისწრაფეები, გამარჯვების უნარი და კიდევ ბევრი რამ დაკარგეს. ამას დამატებული გულშემატკივრის ფაქტორი, რომელიც ლივერპულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი სეზონის დარჩენილ ნაწილში ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლებენ. ეს ძალიან რთული იქნება, რადგან გასახდელში ძალიან ცუდი ატმოსფეროა. 

 

ვფიქრობ ლივერპულისთვის ეს არ არის წარუმატებლობა, ეს ნამდვილი კრახია."-განაცხადა ნევილმა. 

 

ლივერპული პრემიერლიგაში 43 ქულით მე-8 ადგილზეა და შემდეგ ტურში ვულვზს შეხვდება. პრემიერლიგისგან განსხვავებით კარგი სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგაზე. კლოპის შეგირდებმა ლიგის 1/8 ფინალში ლაიფციგი გასვლაზე 2:0 დაამარცხეს, განმეორებითი მატჩი კი 10 მარტს გაიმართება.