გერმანელები მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებენ

გერმანიის გულშემატკივართა ასოციაციამ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას (DFB) 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდა. საქმე იმაშია, რომ მედიის მონაცემებით, სტადიონების მშენებლობებზე, კატარში 6.700 ადამიანი დაიღუპა

 

"არაჰუმანური სამუშაო პირობების შესახებ, რაც კატარში სტადიონების მშენებლობას უკავშირდება, გუშინ არ გაგვიგია. მედია წერს, რომ იქ 6.700 მშრომელი მიგრანტი გარდაიცვალა. 

 

ყოველ 7 საათში, ინდოეთის ნახევარკუნძულიდან ერთი მუშა იღუპება [რედ: აქ იგულისხმება პაკისტანი, ინდოეთი და ბანგლადეში].  ახლა მათი სიცოცხლის გადარჩენა გვიანია, მაგრამ ამის იგნორირება - შეუძლებელი.

 

სპორტი ხალხს აერთიანებს, მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური, იდეური თუ რელიგიური შეხედულებები აქვთ. ამ კავშირების შენარჩუნება და გაღრმავება მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა საქმე ამასთან არ გვაქვს, ეს კაცობრიობის საკითხია, საქმე სიცოცხლის უფლებას ეხება. 

 

ვიცით, რომ ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი ნაკრების შეხვედრებს მოუთმენლად ელოდება. ეს კარგად გვესმის, ვიცით ფეხბურთელისთვის მსოფლიო ჩემპიონატი რასაც ნიშნავს. ჩვენც ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ, ეს სპორტი გვიყვარს. 

 

არგუმენტი არ არსებობს, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევებს გადაწონის, ტურნირში მონაწილეობა კი ამის მხარდაჭერაა. კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინააღმდეგ ხმები უფრო ხმამაღალი ხდება და ჩვენც ამას ვუერთდებით. ამ მსოფლიოს ჩატარების ბოიკოტი გარდაუვალი გახდა. 

 

DFB-ს ვთხოვთ, რომ ამ ტურნირზე მონაწილეობა არ მიიღოს. ათასობით მიგრანტი მშორმელის საფლავზე მდიდრულ საფეხბურთო ფორუმში მონაწილეობა ეთიკისა და ღირსების დასასრული იქნება. ამ მარაზმს ვემიჯნებით. 

 

ფეხბურთი უბრალო თამაშზე მეტია. ეს სპორტი როგორც კორპორაციულ, ასევე სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. გვწამს, რომ გერმანიის მაგალითს სხვებიც გაყვებიან. თუ DFB-ს სურს დარჩენილი ნდობის ნაწილი შეინარჩუნოს, ტურნირს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს," - ნათქვამის გულშემატკივრების განცხადებაში. 

 

აქამდე ცნობილი გახდა, რომ კატარში გასამართ მსოფლიოს ბოიკოტი ნორვეგიულმა კლუბებმა გამოუცხადეს.