ჩაკვეს მატჩი - ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში დინამოს შემადგენლობაში (ვიდეო)

გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად გენტის ფეხბურთელია, ბელგიურ კლუბში კი იგი დინამო თბილისიდან გადავიდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ეროვნულ ლიგაში არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა, თუმცა ჩვენი სუბიექტური აზრით, დინამოს მაისურით საუკეთესო თამაში გორის დილას წინააღმდეგ გამართა. 2017 წელს რიგით მატჩში დინამომ დილა 5:1 დაამარცხა და ჩაკვეტაძემ ამაში დიდი წვლილი შეიტანა. შესანიშნავი ჯარიმა, იდეალური გადაცემა და უბრალოდ ბრწყინვალე მატჩი, რომელიც გიორგიმ ჩაატარა. ჩაკვეტაძე იმ მომენტში 17 წლის გახლდათ. 

 

 

ჩაკვეტაძის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 9 მატჩი და 5 გოლია. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D ლიგის ჯგუფი მოიგო და გიორგიმ ამაში დიდი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება მის საკლუბო ამბებს, ამ სეზონში მის ანგარიშზე გენტის მაისურით მხოლოდ 4 მატჩია. შეგახსენებთ, რომ გიორგი ტრავმირებულია და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.