NBA-ს 25 იანვრის მატჩების მიმოხილვა

NBA-ს მიმოხილვა 

კალათბურთის გულშემატკივრებისთვის რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა დღეს დილით ამერიკის რეგულარულ ჩემპიონატში. 

 

ოკლაჰომა სიტიმ, მეორე და მესამე მეოთხედში წარმატებული გამოსვლის ხარჯზე, ნიუ ორლეანი 122-116 დაამარცხა. მატჩის MVP-ის ტიტული რასელ ვესტბრუკს ხვდა წილად, რომელმაც არასრულ 37 წუთში, 23 ქულა, 16 პასი და 17 მოხსნა მიიწერა აქტივში. ასევე გამორჩეული პოლ ჯორჯი, რომელმაც 38 წუთში, 23 ქულას, 7 პასს და 11 მოხსნას მოუყარა თავი. 

 

 

საინტერესო აღმოჩნდა ასევე ვაშინგტონ ვიზარდსის და გოლდენ სტეიტის დაპირისპირება. თუმცა პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე გოლდენმა მეტოქე 8-ქულიანი სხვაობით - 126-118 დაამარცხა. საუკეთესო რა თქმა უნდა სტეფ კარი გახდა, რომელმაც, პარკეტზე გატარებულ 35 წუთში, 38 ქულას, 3 პასს და 4 მოხსნას მოუყარა თავი. გოლდენ სტეიტი ამ გამარჯვების შემდეგ, დასავლეთ კონფერენციის პირველ პოზიციაზეა.

 

 

მოიგო ასევე პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა, ფენიქს სანსის წინააღმდეგ, სტუმრად გამართულ შეხვედრაში, ანგარიშით 120-106. საუკეთესო პორტლენდის რიგებში ლილარდი გამოდგა, რომელმაც 24 ქულა დააგროვა, ხოლო მატჩის MVP-ის ტიტული ფენიქსის ბუკერმა აიღო, რომელმაც, 30 წუთში 27 ქულას და 3 შედეგიან პასს მოუყარა თავი.

 

 

ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში, ბოლო 6 მატჩიდან, მეოთხე მარცხი განიცადა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა და ამჯერად მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ სახლში 105-120 წააგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ თაუნსი დაასახელეს, რომელმაც მინესოტას 27 ქულა, 5 პასი და 12 მოხსნა ჩაუწერა აქტივში.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.