საპატიო ფილიპი

ლამი მიუნხენში დააფასეს

ფილიპ ლამი - გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი კაპიტანი - მიუნხენის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს. ის მიუნხენშია დაბადებული და გახდა პირველი სპორტსმენი, ვისაც ამ ქალაქის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა.

 

„მიხარია, ჩემი მშობლიური ქალაქის საპატიო მოქალაქე გავხდი. ორმაგად მახარებს ის ფაქტი, რომ პირველი სპორტსმენი ვარ, ვისაც ეს საპატიო სტატუსი მიენიჭა. მთელი ცხოვრება ამ ლამაზ ქალაქი გავატარე, აქ ყოველდღე რაღაც საინტერესო ხდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში მიუნხენის საპატიო მოქალაქემ.

 

ფილიპ ლამი კარიერის განვალობაში სწორედ ბაიერნში თამაშობდა, ჯამში 16 წელიწადი. ამ ხნის განვალობაში მან 21 ტიტული მოიპოვა, 2014 წელს კი გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა. ფილიპ ლამმა ბრიწყინვალე საფეხბურთო კარიერა 33 წლისამ 2017 წელს დაამთავრა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.