მესი: ეძებეთ!:

ლეო მესიმ საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყმა განცხადება, რომელიც დაკარგულ თანამემამულეს, ემილიანო სალას ეხება. ბ

ბარსელონას ვარსკვლავმა პოლიციას მიმართა, სანამ რაიმე შანსი არსებობს, სალას ძებნა გააგრძელეთო.  

 

„სანამ მცირე იმედი მაინც არსებობს, გთხოვთ, ემილიანოს ძებნა არ შეწყვიტოთ. მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დასახმარებლად ყველანაირად მზად ვარ“.

 

შეგახსენებთ, სალა 21 იანვრის საღამოს ნანტში დაემშვიდობა თანაგუნდელებს და კარდიფში გაფრინდა, მაგრამ თვითმფრინავი რადარიდან გაქრა. 24 იანვარს კი პოლიციამ სამძებრო ოპერაცია შეწყვიტა.