დღე მეშვიდე: ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-7 დღეს, ტოჩინოშინი ენდოს შეერკინა. ამ ორთაბრძოლამდე ქართველს 3 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა, იაპონელს კი 2 მოგება და 4 მარცხი. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ლევანი მოწინააღმდეგეს 9:6 ამარცხებდა. 

 

ტაჩი-აიზე (თავდაპირველი შეჯახება) ენდო პირდაპირ დაჯახებას აერიდა, გვერდულად წავიდა, რითაც დოჰიოზე თავისუფლად მოძრაობისთვის სივრცე შეიქმნა. საბოლოოდ, ამან წარმატება მოუტანა.  

 

ტოჩინოშინი ხვალ აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა მიდოროფუჯის შეერკინება. აქამდე რიკიშები ერთმანეთს არ შეხვედრიან