ჰარუ ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი რიუდენს შეერკინა. ეს ურთიერთშეხვედრებში მათი მე-6 დაპირისპირება იყო, აქამდე 2 მოგება ქართველს ჰქონდა, 1 კი - იაპონელს. რაც შეეხება ამ ბაშოზე ნაჩვენებ შედეგს, ორივეს იდენტური - 3 მოგება და 5 მარცხი.
ტაჩი-აის (თავდაპირველი შეჯახების) დროს, ორივე მავაშიზე წავიდა. ამაში მოულოდნელი არაფერია, ორივეს იოცუ-ძუმო (მავაშიში ჭიდილი) უყვარს. სამწუხაროდ, ქართველმა მავაში ვერ აიღო, მოწინააღმდეგე მოროზაშიში (იღლიებს შორის ხელების მოხვევა) შეუშვა და დამარცხდა.
ქართველის ბალანსი 3 გამარჯვება და 6 მარცხია. თუ კიდევ 2-ჯერ წააგებს, მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) დააფიქსირებს.
ხვალ ლევანი აკისეიამას შეერკინება. ურთიერთშეხვედრებში მას 2:1-ს უგებს...