ჰარუ ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი აკისეიამას შეერკინა. რიკიშები აქამდე 3-ჯერ შეხვედროდნენ, 2 გამარჯვება ქართველმა მოიპოვა, ერთი კი იაპონელმა.
სამწუხაროდ, დღეს, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა გათანაბრდა. ლევანს მოწინააღმდეგე ტავარასთან (დოჰიოს შემოვლებული თიხის წნელი) ჰყავდა მიბჯენილი, თუმცა აკისეიამამ ბრწყინვალე შიტატენაგე შეასრულა...
ქართველის ბალანსი 3 მოგება და 7 მარცხია. ხვალ ის ჩიოტაირიუს შეერკინება...