პროგნოზი: ​დორტმუნდი-ჰანოვერი

პროგნოზი: ​დორტმუნდი-ჰანოვერი

დორტმუნდი-ჰანოვერი

დრო: კვირა, 19 იანვარი, 18:00 საათი

მსაჯი: მანუელ გრაფე (გერმანია, 45)

 

სატურნირო მდგომარეობა

დორტმუნდი მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდია. ბორუსია, რომელიც ახალგაზრდა შემტევებითაა დაკომპლექტებული გამოცდილი მარკო როისის ლიდერობით ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს. 45 ქულა, 14 მოგება, ერთადერთი მარცხი, ყველაზე მეტი გატანილი (45) და ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი (18) – 18 ტურის შემდეგ ეს ლუსიენ ფავრის გუნდის მაჩვენებელია.

 

ყვითლებმა თითქმის ყველა მეტოქის დამარცხება მოახერხეს, მათ შორის მოქმედი ჩემპიონის მიუნხენის ბაიერნის. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ამ სეზონში დორტმუნდმა დათმო, დიუსელდორფთან სტუმრად დეკემბერში შედგა - 1:2.

 

დორტმუნდმა ბოლო 13 მატჩიდან 11 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა. საშინაო არენაზე დორტმუნდს ბოლო 13 მატჩიდან არცერთი წაუგია, 11-ში კი გამარჯვებას მიაღწია. ბოლო ტურის მატჩი დორტმუნდმა ერთი კვირის წინ, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატ ლაიპციგთან სტუმრად გამართა და მინიმალური უპირატესობით - 1:0 იმარჯვა.

 

რაც შეეხება ჰანოვერს, გუნდი დორტმუნდისგან რადიკალურად განსხვავებულ სატურნირო მდგომარეობაშია. 11 ქულით ჰანოვერი მე-19 ადგილზეა და გამოკვეთილ აუტსაიდერ ნიურბერგს მხოლოდ და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს - 17:36. ჰანოვერზე მეტი გოლი ამ სეზონში ბუნდესლიგის მხოლოდ ორმა გუნდმა გაუშვა.

ჰანოვერს ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩიდან არცერთი მოუგია, 5 კი წააგო. სტუმრად გუნდი არანაკლებ ცუდად თამაშობს და უკანასკნელი 8 მატჩიდან ვერცერთში მიაღწია გამარჯვებას, 5 კი დათმო.

 

ბოლო 3 მატჩიდან 2-ში ჰანოვერმა მინიმუმ 3 გოლი გაუშვა, წინა - მე-18 ტურში კი ბრემენის ვერდერთან მშრალი ანგარიშით დამარცხდა (0:1).

 

 

ურთიერთშეხვედრები

ჰანოვერის წინააღმდეგ ბორუსიას ისტორიაში უკეთესი სტატისტიკა აქვს.

 

პირველი წრის მატჩი, რომელსაც ჰანოვერმა უმასპინძლა უგოლოდ დასრულდა.

 

ბოლო 6 მატჩიდან ჰანოვერმა მხოლოდ 1 მოიგო.

 

ბოლო 4 შეხვედრიდან სამში ჰანოვერს მეტოქისთვის გოლი არ გაუტანია.

 

დორტმუნდს საშინაო არენაზე ჰანოვერის წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 28 მატჩიდან 16 მოგებული, 7 ფრედ დასრულებული და მხოლოდ 5 წაგებული აქვს.

 

სავარაუდო შემადგენლობა

დორტმუნდი: ბიურკი, ჰაკიმი, დიალიო, ვეიგლი, პიშკეკი, დელანი, ვიტსელი, გერეირო, როისი, სანჩო, გიოტცე.

მთავარი მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი (შვეივარია).

 

ჰანოვერი: ესერი, სორგი, აკპოგუმა, ფელიპე, ალბორნოსი, შველგერი, ენტონი, ვოლასი, მიულერი, ვუდი, ვეიდენდტი.

მთავარი მწვრთნელი: ანდრე ბრეიტენრეიტერი (გერმანია).

 

პროგნოზი

ჰანოვერი იმ ორი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელსაც მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგაში სტუმრად ჩატარებული ერთი მატჩიც კი არ მოუგია - 4 ფრე, 5 წაგება. გასვლაზე ჩატარებულ მატჩებში ჰანოვერმა 21 გოლი გაუშვა.

 

დორტმუნდი მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში დაუმარცხებელია - 8 მოგება, 1 ფრე. დიდი ალბათობით ლუსიენ ფავრის შეგირდები ამ მატჩს სერიოზული უპირატესობით მოიგებენ. 

 

დორტმუნდი მოიგებს ორივე ტაიმს @1.50

დორტმუნდი მინიმუმ სამბურთიანი უპირატესობით მოიგებს @2.10




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.