ნარინჯისფერი დილემა

 

 

 

 

 

 

 

ნიდერლანდების ეროვნული გუნდი, შარშან ევრო 2000-ის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, ახლა კი...

ნარინჯისფერებს ცოტა ხნის წინათ ერთობ მტკივნეული ჩავარდნა ჰქონდათ. დიდი ტურნირები გამოტოვეს - ევროპის 2016 და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატები, მაგრამ 2018-ის თებერვალში მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი მივიდა და საქმეც აღმა დაიძრა. გუნდში ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები გამოჩდნენ, ძირითადად აიაქსელები. საკვალიფიკაციო ეტაპიც წარმატებით დაძლიეს და ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში მოხვდნენ, უკრაინასთან, ავსტრიასთან და... ჩრდილოეთ მაკედონისათან ერთად. აქ, ამ უკანასკნელთა მაგიერ წესით, ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ... დავივიწყოთ ეგ ამბავი.

 

The major issue for Holland now is the fitness over captain and star defender Virgil van Dijk

 

ეს ტურნირი შარშან რომ ჩატარებულიყო, ნიდერლანდელები შეიძლება ჩემპიონებიც გამხდარიყვნენ, მაგრამ გავიდა ერთი წელიწადი, ანუ 12 თვე და ყველაფერი შეიცვალა.

აგვისტოში კუმანი ბარსელონაში წავიდა, თავისი ოცნების გუნდში. დამრიგებლად კი 2020 წლის 23 სექტემბერს ფრანკ დე ბური დაამტკიცეს, კაცი, რომელსაც 112 - ჯერ უთამაშია ეროვნულ გუნდში. მერე მწვრთნელობა დაიწყო, აიაქსში ექვს წელიწადს იმუშავა და ოთხჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი, თუმცა შემდეგ მიღწევები აღარ ჰქონია. რადენინე თვე გაჩერდა მილანის ინტერში, მერე იყო კრისტალ პალასი და მხოლოდ ოთხი მატჩი პრემიერლიგაში...ამერიკული ატლანტა იუნაიტედი და ახლა ნიდერლანდების ნაკრები.

 

Frank de Boer has replaced Ronald Koeman as manager of the Dutch side and has work to do

 

ეროვნულ გუნდში პირველ ოთხ მატჩში ვერ გაიმარჯვა და ერთი სამწუხარო ანტირეკორდი უკვე დაამყარა - პირველი დამრიგებელი გახდა ისტორიაში, ვისაც ქვეყნის  ნაკრებში ასეთი ცუდი სტარტი ჰქონდა.  ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატის საკლვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მასზე ზეწოლა გაიზარდა. ფრენკისგან თავბრუდამხვევ სტარტს ითხოვენ, მარტის ბოლოს ნარინჯისფერები თურქეთს, ლატვიას და გიბრალტარს შეხვდებიან მაგრამ...

ზემოთაც ვთქვით, ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალაო და შევხედოთ ვითარებას.

ეს ციკლი გუნდის კაპიტნის, ლივერპულელი ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დეიკის გარეშე დაიწიყება, რომელიც გასულ ოქტომბერს ევერტონის მეკარე ჯორდან პიკფორდს შეეჯახა და ჯერაც უცნობია როდის დაუბრუნდება მინდორს.

ვირჯილს ძალიან სურს ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ამას წინებზე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დუბაიში გადაღებული ფოტოები გამოფინა, სადაც უკვე ბურთთან ერთად ვარჯიშობს. ამას ლივერპულის კირკბის საწვრთნელ ბაზაზე გადაღებული სურათები დაურთო, აქაო და, მწყობრში ვარო, მაგრამ...

მერსისაიდელთა დამრიგებელის, იურგენ კლოპის აზრით, ვირჯილი და მათი კიდევ ერთი მცველი, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, ჯო გომესი, ჯერჯერობით ჯანზე ვერ არიან და დიდი ალბათობით ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევთ.

 

There are concerns Holland aren't as strong now as they were last year with Euro 2020 coming

 

ვან დეიკი რომც გამოჯანმრთელდეს, სათანადო ფორმაში შესვლას მაინც ვერ მოასწრებს.

აი, რას ამბობს ნიდერლანდელთა ლეგენდარული კაპიტანი, რუუდ გულიტი: „როცა ტრავმას იღებ, რაიმე მიზანი მაინც უნდა გქონდეს. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატამდე მწყობრში ჩადგომა.

ცხადია, ყველას უნდა, რომ ევრომდე მან რამდენიმე მატჩი მაინც ჩაატაროს ლივერპულში. ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოუვა. თუმცა, ერთიცაა, რომც გამოჯანმრთელდეს, სათანადო სათამაშო რითმი მაინც არ ექნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ნიდერლანდების ნაკრებისთვის ვირჯილი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა.“

ვან დეიკის მაგიერ კაპიტნის სამკლავურს ალბათ მისივე თანაკლუბელი, 30 წლის ჟორჟინიო ვეინალდუმი მოირგებს, თუმცა ამ უკანასკნელის მომავალიც ჯერჯერობით გაურკვევლია. ლივერპულთან მას სულ რამდენიმე თვეღა აკავშირებს კონტრაქტი, გახანგრძლივებაზე კი ვერ თანხმდებიან.

კუმანს სურს მისი ბარსელონაში გადაბირება, პარალელურად პარი სენ-ჟერმენი და ინტერი ეხმიანებიან, ანუ ჯერჯერობით გაურკვეველია სად გააგრძელებს კარიერას და ეს ევრომდე მოსამზადებელ დროს დაღს დაასვამს.

იგივე შეიძლება ითქვას ფორვარდ მემფის დეპაიზე, რომელიც ასევე კუმანს სურს.

 

Donny van de Beek has had a hard year at Manchester United and would be forgiven for looking to move to a different club in the summer transfer window

 

ნიდერლანდელთა ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, დონი ვან დე ბიკი, მანჩესტერ იუნაიტედში ძალიან ცოტას თამაშობს და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. არადა, მას ახალი ფორმაციის ნაკრების ლიდერად მოიაზრებდნენ.

გაურკვევლობაშია მარცხენა მცველი, პატრიკ ვან ანჰოლტიც, რომელიც კრისტალ პალასის ფეხბურთელია და თურქული გალათასარაი არ ანებებს თავს. კვირაში ჯამაგირად 55 ათას გირვანქასაც სთავაზობს.

მოკლედ, დე ბურს დიდი გარჯა მოუწევს რათა ევროპას დაუმტკიცოს - ნიდერლანდელები ისეთივე ძლიერები არიან, როგორც შარშან.