ალინა ურუშაძე ბრძოლას განაგრძობს

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები თამაშდება.

 

პირველები ასპარეზობაში ქალთა ერთეულთა თანრიგის მოციგურავეები ჩაერთნენ. აქ საქართველოს ღირსებას ალინა ურუშაძე იცავს. მან მოკლე პროგრამაში 59,89 ქულა დაიმსახურა და მე-18 ადგილზეა. ამ შედეგით ურუშაძემ თავისუფალ ვარჯიშში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ლიცენზიისთვის ბრძოლას განაგრძობს.