კლიპერსი მანქანაა

კავაი ლეონარდი თავისუფალია. ფორვარდი აღარ იდგება პირველ ნომერზე.

პოლ ჯორჯი ენერგიას დაზოგავს. ფორვარდი აღარ იდგება პირველ ნომერზე.

კლიპერსმა სერიოზული სვლა გააკეთა. გუნდმა ატლანტას მისცა ლუ უილიამსი. და, წამოიყვანა...

რაჟონ რონდო!

უილიამსი ატლანტაში მშვიდად დახურავს კარგ, ფერად კარიერას. ლუ უკვე იყო ჰოქსში. 2013-15 წლებში. და, ლუსთვის უკვე არ აქვს მნიშვნელობა, სად დამთავრდება ეს საინტერესო გარბენი, რომელიც ბევრი წლის წინ დაიწყო. ლუ ღირსეული მოთამაშეა. რომელიც ყველგან საჭირო იყო.

და, ლუ ატლანტაში ყველაზე გემრიელ ქათმის ფრთებს დააგემოვნებს. ამ ფრთებს ყველაზე კარგ სტრიპტიზ კლუბში ამზადებენ. იქ საოცარი შეფ მზარეული ჰყავთ. თქვენც გირჩევთ ისე...

და, კლიპერსი მანქანაა.

გუნდს აკლდა კარგი, კლასიკური, სტაბილური პირველი ნომერი და გუნდმა ათიანში გაარტყა. რონდო კლიპერსს სიღრმეს და ბალანსს მისცემს. რონდო პროცესის შემცვლელია. რონდო მოსწონს კავაის და ეს მნიშვნელოვანია. დღეს, ლიგაში გუნდების პროფილი ვარსკვლავების განწყობით იწყობა.

და, ტაირონ ლიუს კარგი გენერალი ჰყავს.

 

*****

 

რომელიც უკვე იყო ჩემპიონი. იმ, საოცარ და ელეგანტურ ბოსტონში (2008). რომელიც ფლეი ოფში სამმაგი დუბლების მანქანა გახდა. რომელიც კლიპერსისთვის ხერხი იქნება. ის ხერხი, რომელიც გუნდს მაგრად აკლდა.

სტატისტიკა აქ უმნიშვნელოა. სტატისტიკა დამთვლელი კომისიისთვის არის. და, ჩვენ ხომ კალათბურთი გვიყვარს...

არა?

და, რონდო კალათბურთს გემოვნებით ყომარობს.

კლიპერსი მშვიდად დაბრუნდა საჩემპიონო გარჩევებში. იდეაში, სულ იქ იყო, მაგრამ რონდოსთან ერთად ის სავარძელი უფრო კომფორტულად მიიჩოჩა.

კავაი, მესამე ჩემპიონობა მესამე გუნდში... მოსულა?

აბა რა, მოსულა!