ალინა ურუშაძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდება  ასპარეზობა დაასრულდა ქალთა ერთეულთა თანრიგში.

 

საქართველოს ღირებას აქ ალინა ურუშაძე იცავდა, რომელმაც ორი ვარჯიშის ჯამში 169,01 ქულა მიიღო და მე-20 ადგილი დაიკავა. ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა ოლიპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ალინა ურუშაძე 2022 წელს პეკინში იასპარეზებს, რაც ახალგარდა ქართველი მოციგურავესთვის დიდი წარმატებაა.

 

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის მიღმა დარჩა 12 ქვეყნის მოცუგურავე. ესენია: შვეიცარია, ავსტრალია, იტალია, ტაივანი, უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი, ლატვია, სლოვაკეთი, უკრაინა, კვიპროსი და ლიტვა.

 

კვარლცხბეკის სამივე საფეხური კი, რუსრმა სპორტსმენებმა დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონი ეთერი თუთბერიძის აღზრდილი ანა შერბაკოვა გახდა 233,17 ქულით.

 

 

სამწუხაროდ, ლიცენზიამდე 0,5 დააკლდათ ანასტასია მეტელკინას და  წყვილს დანილ პარკმანს წყვილთა ასპარეზობაში. ქართველმა მოციგურავეებმა 156,73 ქულა დააგროვეს და მე-16 ადგილი დაიკავეს. მტელკინასა და პარკმანს ლიცენზიის მოპოვების კიდევ ერთი შანსი ექნებათ სექტემბერში, გერმანულ ობერზდორფში გასამართ ტურნირზე.

 

ჩემპიონები აქაც რუსები, ანასტასია მიშინა და ალექსანდრ გალიამოვი გახდნენ.

 

დღეს, ვაჟთა ერთეულთა თანრიგში თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს და ლიცენზიის მოპოვებას შეეცდება მორის ყვითელაშვილი.