დღე მეთოთხმეტე: ტოჩინოშინმა მიყოლებით მეოთხე მოიგო! [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მეთოთხმეტე დღეს, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა! ქართველმა სპორტსმენმა შესაშური ბრძოლის უნარიანობა გამოავლინა, 3:7-ზე უარყოფითი ბალანსის შემდეგ, მიყოლებით 4 ორთაბრძოლა მოიგო და ბოლო დღისთვის კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) შანსი შეინარჩუნა! 

 

დღეს მისი მეტოქე ჰიდანოუმი იყო. ბრძოლა მავაშიში (ქამარში) წარიმართა, სუმოსთვის დიდ ხანს გაგრძელდა და ლევანმა კლასით გამარჯვება მოახერხა. 

 

მაშ ასე, ბალანსი 7:7-ზე, ხვალ ბოლო დღეა.