მელბურნში მზე ამოვიდა

ოსაკამ  ზედიზედ მეორე დიდი სლემი მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობას ახალი დედოფალი ჰყავს. შარშანდელი ჩემპიონი, კაროლინ ვოზნიაცკი ტურნირს ნაადრევ ეტაპზე დაემშვიდობა, ხოლო მელბურში ნაომი ოსაკამ იჩემპიონა. 21 წლის იაპონელი ჩოგბურთელისთვის ეს ზედიზედ მეორე მოგებული დიდი სლემია. შეგახსენებთ, შარშან მან ამერიკის ღია პირველობის თასი აღმართა.

 

ფინალში კი ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა პეტრა კვიტოვას აჯობა. სპეციალისტები მცირე უპირატესობას სწორედ ჩეხ ჩოგბურთელს ანიჭებდნენ, თუმცა ოსაკამ პროგნოზები არაფრად ჩააგდო და კვიტოვას სამ სეტში - 7:6, 5:7, 6:4 მოუგო.

 

კვიტოვა და ოსაკა კორტზე აქამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედროდნენ და შესაბამისად, ურთიერთშეხვედრების ანგარიშშიც იაპონელი დაწინაურდა.

 

ამრიგად, რიგით 107-ე ავსტრალიის ღია პირველობას ნაომი ოსაკას სახით ღირსეული ჩემპიონი ჰყავს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.