არის მეორე ლიცენზიაც

სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ 2022 წლის ოლიმპიადის ორი ლიცენზია მოიპოვა. დღეს ვაჟთა შორის ასპარეზობა დასრულდა. მორის ყვითელაშვილმა ორი ვარჯიშის ჯამში 231,81 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მე-14 ადგილს დასჯერდა. ეს კი, საკმარისი აღმოჩნდა ლიცენზიის მოსაპოვებლად.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოლიმპიური ლიცენზია ალინა ურუშაძემ მოიპოვა.