გადამწყვეტი დღე: ტოჩინოშინი სეკივაკეს შეერკინა! [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-15 დღეს, ტოჩინოშინი სეკივაკე ტაკანოშოს შეერკინა. ორივე რიკიშის ერთნაირი ბალანსი ჰქონდა - 7:7-ზე, გამარჯვებული კი კაჩი-კოშის (დადებით ბალანსს) გაიფორმებდა. აქ გამარჯვება ტაკანოშოს უფრო სჭირდებოდა, რადგან, წაგების შემთხვევაში, სეკივაკეს წოდებას დაკარგავდა.

 

მეტად სჭირდებოდა და მოიგო კიდეც, თანაც, მარტივად. ქართველს მხოლოდ ქება ეკუთვნის, 10 დღის შემდეგ, ბალანსი 3:7-ზე ჰქონდა, ბაშო კი 7:8-ზე (უარყოითი ბალანსით) დაასრულა. მცირე მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) მხოლოდ მცირე დაქვეითება მოყვება...