21-წლამდელები: საქართველო-ბელარუსი 4:1 (+video)

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში 4:1 მოუგო ბელარუსს. ეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე... 21-წლამდელების მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა რამაზ სვანაძეს. ეს სრულიად ახალი ნაკრებია, 2000 წელს დაბადებულებითა და უმცროსებით დაკომპლექტებული.

 

საუკეთესო იყო საბურთალოს ფორვარდი გიორგი გულიაშვილი, რომელმაც დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით კარგი იყო პირველი გოლი - შორიდან ძლიერი დარტყმით.

 

ერთი ბურთი ბელარუსებმა თავის კარში გაიტანეს (ლოკომოტიველი გიორგი იაკობიძის აქტიურობით), ბოლოს კი თელავის თავდამსხმელმა შოთა შეყილაძემ შეაგდო პირისპირ გასვლისას - 4:1.

 

https://www.youtube.com/watch?v=DLbhFdMX5Fw