ვენგერი პარიზში?

ბოლო პერიოდში, ვენგერი და პსჟ-ს მწვრთნელი ტომას ტუხელი ერთმანეთში ტკბილად მოუბარნი არაერთხელ შეამჩნიეს

არსენ ვენგერი, წინა სეზონი ბოლოს, ლონდონიდან წამოსვლის შემდეგ, სადაც ის 22 წელი არსენალს წრთვნიდა უმუშევარია. ფრანგი სპეციალისტი ამ ხნის მანძილზე არაერთ კლუბს დაუკავშირეს, თუმცა ჭორები ჭორებადვე დარჩა.

 

ამჯერად. პოპულარულმა გამოცემამ ESPN-მა ვენგერი პარიზში წაიყვანა და პსჟ-ს გენერალურ დირექტორად დანიშნა. რა თქმა უნდა ესეც ჭორია, თუმცა ისეთი საფუძველს მოკლებული რომ არ არისო, წერენ ჩვენი უცხოელი კოლეგები.

 

ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში, ვენგერი და პსჟ-ს მწვრთნელი ტომას ტუხელი ერთმანეთში ტკბილად მოუბარნი არაერთხელ შეამჩნიეს.

 

მოკლედ, თუ არსენ ვენგერი პსჟ-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას დათანხმდება ფინანსურად ნამდვილად არაფერს წააგებს.