კვარაცხელია სევილიაში?.. იქნებ დროა, ისწავლონ ამ გვარის გამოთქმა

ესპანური საიტები წერენ, რომ სევილიას ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს და ამ საქმეზე მუშაობს. Estadio Deportivo წერს, რომ შესაძლოა დროც მოვიდა, რომ სევილიის ფანებმა მისი გვარის წარმოთქმა ისწავლონ.

 

„სევილიას ქართველი მარგალიტი სურს, მას ადარებენ უკრაინელ ევგენი კონოპლიანკას“.

 

გვარზე ააწყვეს კიდეც, სევილიაში ასეთი რთულად გამოსათქმელი გვარის მქონე ფეხბურთელები სევილიას ბოლო წლებში ბევრი ჰყავდაო: კონოპლიანკა, ბულარუზი, კრიხოვიაკი, კოლოძიეჩაკი და სხვები.

 

„ცნობილია, რომ სევილიას ალკმაარელი მირონ ბადუს შეძენა სურს, თუმცა გამოჩნდა ახალი სახე: ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის რუბინიდან“.  

 

ისე, სევილია აღმოსავლეთევროპულ ბაზარზე აქტიურად მუშაობს და ახალგაზრდების შეძენაშიც "შემჩნეულია".