300 მილიონი და ჰოლანდი

 

 

 

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც სერხიო აგუერომ ოფიციალურად განაცხადა, ამ სეზონის დამთავრების შემდეგ მანჩესტერ სიტის დავტოვებო, ქალაქელებმა მყის დაიწყეს შემტევის ძაბნა და მათი ყურადღება 20 წლის ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდზე შეჩერდა, რომელიც ამჟამად დორტმუნდის ბორუსიის ფეხბურთელია.

საქმე ასეა: თუ ჰოლანდის გადაბირებას შეეცდებიან, ქალაქელებს 300 მილიონი გირვანქის გადახდა და ფეხბურთელისთვის ჯამაგირად კვირაში 600 ათასი გირვანქის მიცემა მოუწევთ.  ამდენს ითხოვს ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა.

 

Why shouldn't Manchester United sign Erling Haaland?

 

20 წლის ნორვეგიელს, რომლის სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონი გირვანქაა, სურს პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. ვისი ხრიკებია ეს, ძნელი მისახვედრი არ არის. ცხადია, რაიოლასი. რომელიც მსუყე ჰონორარებს იღებს ასეთი გარიგებებიდან. მას ადრე პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტიც მოსვლია, როცა კატალონიელი ბარსელონას თავკაცობდა. ჩხუბი ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამო მომხდარა. მაგრამ გვარდიოლას თურმე ისე უნდა ჰოლანდის თავის გუნდში ხილვა რომ მზადაა ყველაფერი დაივიწყოს და რაიოლას დაელაპარაკოს. იმავეს ამბობს აგენტიც: ის განხეთქილების წიგნი დიდი ხანია დავხურეო.

ანუ ჰოლანდს ფანტასტიკურ კონტრაქტს სთავაზობენ - 156 მილიონი გირვანქა ხუთ წელიწადში...

 

Mino Raiola reveals four Premier League clubs could sign Erling Haaland |  Metro News

 

სხვა კლუბი, რომელსაც ასეთი თანხის გადახდა შეუძლია, პარი სენ-ჟერმენია. თუმცა სიტი თავისას არ იშლის.

გვარდიოლას ძალიან უნდოდა ტოტენჰემის კაპიტნის, ჰარი კეინის გადაბირება, მაგრამ ჩრდილოლონდონიდან აგრძნობინეს, რომ ყველანაირი მეთოდებით შეეცდებიან კეინის შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდმა ჰოლანდი 2019 წლის დეკემბერში 20 მილიონ ევროდ იყიდა და ოთხნახევარწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ისე ჰოლანდისთვის ინგლისი უცხო არ არის. სულაც ლიდსშია დაბადებული 2000 წლის 21 ივლისს და ცხოვრების პირველი წლები იქ გაუტარებია. მამამისი, ნორვეგიის ნაკრების ასევე ცნობილი ფეხბურთელი, ალფ-ინგე ჰოლანდი მაშინ ლიდსის ღირსებას იცავდა.

 

Haaland to Man City transfer at risk over Guardiola's bitter off-pitch row  / Qlur