რასის კლასი

ვაშინგტონი ბრედლი ბილის გუნდია. როდესაც არ თამაშობს ის, განსაკუთრებული.

რასელ უესთბრუქი.

რომელიც ამტვრევს რეკორდებს. რომელიც ქმნის რეკორდებს. რომელიც არის სამმაგი დუბლი.

და, ვაშინგტონის ფლეიმეიქერმა უილტ ჩემბერლენის რეკორდი გაიმეორა. რომელიც დიდმა უილტმა 53 წლის წინ დაამყარა.

უესთბრუქი გახდა მეორე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელიც სამმატჩიანი სერიის დროს საშუალოდ (სულ მცირე) 25 ქულას, 15 მოხსნას და 15 პასს იღებდა. სერიოზული შედეგი.

ჩემბერლენმა ეს შედეგი 1968 წლის 18-20 მარტს დასვა.

 

რასელი რეგულარულის ბოლო სამ მატჩში 25.3 ქულაზე, 16.0 მოხსნაზე და 15.0 პასზე ავიდა. ლეგენდარული შედეგი.

 

რასიც ლეგენდაა.

და, რასელი ვაშინგტონში უკვე ძალიან დიდია.

გუნდის იაპონელმა ფორვარდმა რუი ჰაჩიმურამ აღნიშნა, რომ რასელი მისთვის ყოველთვის საუკეთესო მაგალითი იყო. და, ალბათ, არა მხოლოდ მისთვის.

ალბათ, ძალიან ბევრისთვის.

რასელის კარიერა - 21 262 ქულა, 7 717 პასი, 6 611 მოხსნა. კლასიკა.

რასი ცალკე კლასია. ტიტანების კლასი.