ხვიჩას გოლის ამბავი

საბერძნეთში მცხოვრებმა ჩვენებურმა საქართველოს ნაკრების მატჩამდე ერთერთ ადგილობრივ ტოტალიზატორში გააკეთა ბილეთი - მან 25 ევრო  ხვიჩა კვარაცხელიას გოლის გატანაზე დადო და კარგადაც იხეირა. 11.25 კოეფიციენტი „დაიჭირა“ და შესაბამისად 281 ევროც მოიგო. მოგებული ამბობს, მეგობარს ხვიჩას გოლებზე ხშირად მოუგია, ესპანეთთანაც გაუმართლა და ხშირად, რუსეთის ჩემპიონატში ხვიჩას გოლებზე ჩადის ფსონებსო…