აი ამბავი - კვარაცხელია ბაიერნსაც დაუკავშირეს

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიახლეები არ წყდება. ამჯერად Wetten.com-ზე დაიწერა, რომ ქართველი შემტევით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული.

 

"უპამეკანოსთან ერთად ბაიერნმა შესაძლოა კიდევ 1-2 ფეხბურთელი დაიმატოს. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც არაერთხელ ითქვა. 20 წლის შემტევს საქართველოს ნაკრებში ბოლო დღეები საკმაოდ გადატვირთული ჰქონდა. მისი გუნდი ჯერ შვედეთში დამარცხდა 0:1, შემდეგ ესპანეთთან 1:2 წააგო, საბერძნეთში კი 1:1 ითამაშა. ორივე გოლი სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა. 

 

 

საფეხბურთო სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ხვიჩა მალე ევროპის ერთერთ გრანდში გააგრძელებს კარიერას, რადგან მასზე დიდი მოთხოვნაა. ხვიჩა ამჟამად ყაზანის რუბინის ფეხბურთელია. ამ სეზონში მან 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველს ყაზანელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მისი შეძენა მარტივი ნამდვილად არ იქნება. 

 

ბაიერნს ზაფხულში დიდი ალბათობით დუგლას კოშტა დატოვებს და გარემარბის ადგილიც განთავისუფლდება, რაც ხვიჩას შეძენას კიდევ უფრო რეალურს გახდის."-წერია გერმანულ საიტზე. 

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, კვარაცხელიათი ლივერპული და სევილიაც არიან დაინტერესებულები. ვნახოთ სად გააგრძელებს ქართველი შემტევი კარიერას. ფეხბურთელი, რომელიც ქართველი გულშემატკივრების მთავარ იმედად იქცა.