იუტა მანქანაა

დასავლეთში ორი კოვბოი ფლეი ოფს ელოდება. კოლტი მიძინებულია და ფლეი ოფის დაწყებასთან ერთად სალუნში ატყდება მაგარი სროლა. და, ამ გარჩევების დროს ბევრი მიიღებს ტყვიას.

ეს კოვბოები ლეიკერსი და კლიპერსი არიან.

და, ქალაქში რჩება შერიფი.

ოდნავ მოსაწყენი, მაგრამ მაინც - შერიფი. ეს შერიფი წესრიგზე ზრუნავს და კოვბოებს არ ათავხედებს.

ეს შერიფი იუტა ჯაზია.

გუნდი, რომელმაც აკრიფა. გუნდი, რომელიც იგებს სიღრმით და გემოვნებით. გუნდი, რომელმაც კიდევ ერთი პერსონალური რეკორდი დასვა.

 

იუტამ გადატეხა წელში ჩიკაგო. 113:106. რეკორდი?

 

ეს იყო ჯაზის ზედიზედ 21-ე მოგება საკუთარ ტერიტორიაზე. კლასი. სტაბილურობა. იდეალური ბალანსი.

ეს სერია უჯოკრავს ყველაფერს, რაც მანამდე იმ, ძველმა და კლასიკურმა იუტამ გააკეთა. სადაც ფოსტალიონი მელოუნი და ორი თეთრი პროფესორი კლავდნენ.

დონოვან მიტჩელი - 26 ქულა. მონსტრი.

რუდი გობერი - 19 ქულა, 13 მოხსნა. დაცვა დაუნდობელი იყო.

ჯორდან კლარქსონი - 19 ქულა. მიეცით ამ ბიჭს სეზონის საუკეთესო სათადარიგოს პრიზი. უკვე მიეცით.

იუტას 37:11 აქვს და ეს გუნდი რჩება ჩემპიონობის ფავორიტად. იმ ორ კოვბოსითან და ბრუკლინთან ერთად.

სერიოზული ბენდია.

ჯაზს დღეს ყველა უსმენს.