გიოს გაელვება - ქინქლაძის ბრწყინვალე გოლი საქართველოს ნაკრებში

2000 წლის 29 მარტს საქართველოს ნაკრებმა, ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ თამაშში ჩვენი მხრიდან გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა. გოლიც არის და გოლიც, გიო საჯარიმოსთან მივიდა და ულამაზესი დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ქინქლაძის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლია. 

 

 

გიორგი ქინქლაძე საქართველოს ნაკრებში 1992-2005 წლებში გამოდიოდა, ეროვნულ გუნდში 52 შეხვედრა ჩაატარა და თავი 8 გოლით გამოიჩინა. საკლუბო დონეზე მას მრეტებში, დინამო თბილისში, ზაარბრიუკენში, მანჩესტერ სიტიში, დერბიში, ანორთოსისში და ყაზანის რუბინში უთამაშია.