ჩაკვეტაძემ გენტის ვარჯიში ნაადრევად დატოვა

გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნების დრო კვლავ უცნობია. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გენტის მწვრთნელმა ვან ჰაეზებრუკმა ჩვენებურის მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

"გიორგის ბოლო ვარჯიშის ნაადრევად დატოვება მოუწია. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება იგი მოედანს. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს."-განაცხადა გენტის თავკაცმა. 

 

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა. ამ სეზონში მან მოედანზე მხოლოდ 176 წუთი გაატარა. გეცოდინებათ სანაკრებო შესვენებისას მან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა მიიღო.