კახა ცხადაძე: ეს კომპლექსი ფედერაციამაც და ხალხმაც უნდა მოიხსნან

სილკ უნივერსალის გადაცემაში "ბურთი და მოედანი" სტუმრად კახა ცხადაძე და არჩილ არველაძე გახლდათ, რომლებმაც საქართველოს ნაკრების ბოლო 3 მატჩი მიმოიხილეს. ცხადაძემ დაშვებულ შეცდომებსაც გაუსვა ხაზი რაზეც შემდეგი კომენტარი გააკეთა.

 

"ესპანეთის ნაკრებთან თამაში კარგად იყო დაყენებული, თუმცა შემდეგ შეცდომები იქნა დაშვებული. როცა რაღაცეების გაძლიერება გახდა საჭირო, იქ მოვიკოჭლეთ. ეს ხომ უნდა ვთქვათ. რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე ვისუაბრე და არ მოეწონათ. მოიხსნან ეს კომპლექსი ფედერაციამაც და ხალხმაც. ყველაფერი სწორედ უნდა იყოს გაგებული."-განაცხადა ცხადაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 3 მატჩი გამართა. ჯვაროსნებმა შვედეთთან 0:1 წააგეს, ესპანეთთან 1:2, ხოლო საბერძნეთთან ფრე 1:1 ითამაშეს. 

 

რაც შეეხება თავად ცხადაძეს, იგი ბოლოს ყაზახურ ორდაბასში მუშაობდა. თავად ცხადაძისვე განცხადებით, იგი ზაფხულამდე დასვენებას აპირებს, შემდეგ კი რომელიმე გუნდს ჩაიბარებს.