პორტლენდის კარგები

დემიან ლილარდი კლასია. დემიან ლილარდი რჩება ლიგის საუკეთესო მსროლელებში. დემიან ლილარდი კლავს.

და, პორტლენდი კარგ გუნდებს ვერ უგებს.

პორტლენდი კარგებთან ცუდია.

ლილარდის ბენდი აგებს მილუოკისთან. 109:127. მატჩი, რომელშიც იანის ანტეტოკუმპომ დამარხა პორტლენდი. მატჩი, რომელშიც პორტლენდმა დაცვაში ვერ გაქაჩა.

ლილარდი სტაბილურად ისროდა. 32 ქულა, 19/10 თამაშდან. დემიანმა 5 პასიც დასვა. მშვენიერი სტატისტიკა ცელქი პერსონაჟისგან.

უბრალოდ, პორტლენდი ამ რეგულარულში ვერ ქაჩავს იმ გუნდებთან, რომლებიც სტაბილურად კარგები არიან. იმ გუნდებთან, რომლებსაც წაგებაზე მეტი მოგება აქვთ.

 

50%+ გუნდებთან პორტლენდს 8:12 აქვს. ცუდი შედეგი.

 

50%- გუნდებთან პორტლენდი საკაიფო 21:7-ზე ზის. ძალიან კარგი შედეგი ძალიან ცუდ მოწინააღმდეგეებთან.

დღეს, ბლეიზერსი მეექვსეა. 29:19. პორტლენდი აუცილებლად იქნება ფლეი ოფში და ლილარდის გუნდს მეტის შანსი აქვს.

ლილარდის გუნდს პირველ წრეში საკუთარი დარბაზის უპირატესობის შანსი აქვს.

ლეიკერსი ბევრს ვერ მოიგებს და პორტლენდი კალიფორნიის ამ ბენდს გაასწრებს.

უბრალოდ, პორტლენდი კარგებთან უფრო უნდა ქაჩავდეს.

ან, ფლეი ოფში გუნდს დააძინებენ.