იანისის რეკორდი

იანის ანტეტოკუმპო ღმერთია. დღეს - ასეა. დღეს, იანისი ინერციით ამტვრევს წელში ყველას.

დღეს, იანისი საშუალოდ 28.8 ქულას, 11.4 მოხსნას, 6.2 პასს (კარიერის ახალი რეკორდი), 1.3 დაფარებას და 1.1 ჩაჭრას იღებს. სერიული მკვლელის სტატისტიკა. იანისი დაუნდობელია.

და, იანისი ამტვრევს რეკორდებს. იანისი უახლოვდება იმ, ძველ დიდებს, უკვდავებს.

პორტლენდთან მილუოკიმ მარტივად აჩეხა ოპონენტი - 127:109.

და, იანისი იყო ყველაფერი.

 

47 ქულა, 12 მოხსნა. დაგლიჯა.

 

რეკორდი?

ანტეტოკუმპო უილტ ჩემბერლენის სავარძელში ჩამოჯდა.

იანისი გახდა პირველი მოთამაშე უილტის შემდეგ, რომელმაც 45+10 ზუსტი სროლების 85 %-ით დააგროვა. კლასიკა.

იანისმა თამაშიდან 18/18 სროლა გამოიყენა. უილტის კიდევ ერთი რეკორდის გამეორება. ეს შედეგი დიდმა მექალთანემ 1967 წლის 24 თებერვალს დააჯინა.

იანისი ფლეი ოფისთვის უკეთესი იქნება. რამდენად უკეთესი?

ეს მხოლოდ იანისმა იცის. და, ბერძენმა წელს აუცილებლად უნდა გაიტანოს მილუოკი დიდ ფინალში. მანამდე წაგება არაღმერთული გამოდის, არა?

იანის, მიაწექი.