მალდინიმ კალაძეს კვარაცხელიაზე ჰკითხა

ლივერპული, სევილია, ბაიერნი და ეხლა უკვე მილანიც. ხვიჩა კვარაცხელიათი როსონერი სერიოზულად არის დაინტერესებული. მოგეხსენებათ იტალიური გრანდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მთელ ევროპაში ეძებს და მილანელთა ყურადღება ხვიჩამაც მიიპყრო. Calciomercato.it-ზე დაიწერა, რომ ამ ტრანსფერზე პირადად პაოლო მალდინი მუშაობს. ამ საიტისვე ცნობით, მალდინიმ კვარაცხელიაზე აზრი მის ყოფილ თანაგუნდელს და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს კახა კალაძეს ჰკითხა. 

 

კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია. ამ სეზონში რუბინის მაისურით მან 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა ესპანეთის და საბერძნეთის ნაკრებებთანაც შეაგდო. როგორც უკვე გითხარით, 20 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ლივერპული, ბაიერნი და სევილიაც იჩენენ. 

 

რაც შეეხება მილანს, პიოლის გუნდი სერია ა-ში 60 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ინტერს 8 ქულით ჩამორჩება.