ხარაიშვილმა ფერენცვაროშში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ფერენცვაროშმა, რომლის ღირსებასაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იცავენ, ბუდაფოკი 4:0 დაამარცხა. სასიამოვნოა, რომ ამ შეხვედრაში ფერენცვაროშის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი ხარაიშვილმა ჩვენებური თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო და 90-ზე მშვენიერი თავურით აიღო მეტოქის კარი. 

 

 

ხარაიშვილის მსგავსად განაცხადში იყო ლაშა დვალი, რომელმაც მთელი დრო სათდარიგოთა შორის გაატარა. 

 

ფერენცვაროში 64 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან პუშკაშს 13 ქულით უსწრებს.