თემურ ქეცბაიას დამოძღვრილი ანორთოსისი აეკ ლარნაკას შეხვდა და 1:2 დამარცხდა. ფამაგუსტელთა მხრიდან ეს ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ანორთოსისის რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. ქეცბაიამ მხოლოდ ეს უკანასკნელი შეცვალა, რომელმაც მოედანი 85-ე წუთზე დატოვა.
ანორთოსისი 53 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას აპოლონთან გამართავს.