ნიკოლა იოკიჩი ჩემბერლენია

ერთ კომპონენტში სერბი უკვე უჯოკრავს ლეგენდარულ უილტს.

ნიკოლას არ აუღია ერთ მატჩში 101 ქულა. ნიკოლას არ აქვს კარიერის საშუალო მაჩვენებელი 30.2 ქულა.

ნიკოლა არ არის ყველაზე პოპულარული სექს-მანქანა შავკანიან ქალბატონებში. ალბათ, არ არის. ნუ, ჩვენ არ ვიცით.

მაგრამ ნიკოლა უკვე უჯოკრავს უილტს ერთ თემაში.

დენვერის ლიდერმა ორლანდოსთან მოგებულ ჩეხვაში (119:109) აკრიფა 16 პასი. კლასიკა.

 

და, ნიკოლას კარიერაში აქვს 81 მატჩი, როდესაც სერბი 10 და მეტ შედეგიან გადაცემას აკეთებს.

 

უილტის ანგარიშზე 80 10+ ჩეხვა იყო. უილტი თავაზიანად გადაფარეს.

და, 25 წლის იოკიჩს სოლიდური კამპანია აქვს.

MVP-ს კამპანია.

იოკიჩი საშუალოდ 26.3 ქულას, 11.0 მოხსნას და 8.6 პასს აგროვებს. იდეალური სტატისტიკა. და, დენვერმაც აკრიფა (31:18).

ნაგეთსი ამ მაჩვენებლით უკვე მეოთხეა დასავლეთში.

ერთ სეზონში საშუალო პასებით იოკიჩი უილტთან ერთად 1-2 ადგილზეა. ჩემბერლენნმა 1967-1968 წლების სეზონი 8.6 პასით დახურა.

არ დააგდო ტემპი, ნიკოლა!