საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ევროპულ გრანდთან დაგეგმა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი დაგეგმა. ვილი სანიოლის შეგირდები 6 ივნისს სტუმრად ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. აღნიშნული მატჩი ენსხედეში გაიმართება. 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. 

 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ამხანაგური აქვს დაგეგმილი. 2 ივნისს ჩვენი გუნდი რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.